20 ივლისი ესმა ონიანის დაბადების დღეა
20 ივლისი ესმა ონიანის დაბადების დღეა.
„ფერმწერი და პოეტი, ესმა ონიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მხატვარი ყოფიერებასა და ყოველდღიურობას, თავისი ლექსების მსგავსად, ფერწერაშიც სიმბოლისტურად ასახავს. ესმას სამყარო სულიერი სიღრმითა და ექსპრესიული ფერით იქმნება, ძირითადად კი ბავშვობის მოგონებებსა და ნოსტალგიას ეხმიანება.
![]()

ჟანრული მრავალფეროვნების მიუხედავად, მხატვრისთვის განსაკუთრებულია პორტრეტი – ადამიანები მათი შიშებით, საზრუნავითა და განცდებით.
ესმა ონიანის შემოქმედებას იდუმალება სულ თან გასდევს, რასაც თავის მხრივ, მის მიერ გამოგონილი ფერი განაპირობებს. მეწამულის ფერი ფორმასთან ყოველთვის ჰარმონიაშია, და სწორედ ეს ქმნის ავტორის განსხვავებულ და დასამახსოვრებელ მხატვრულ სამყაროს“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
![]()
![]()

