თავდაცვის სამინისტრო GDS-ს „ტიფლისისთვის” ტროტილს, დენთსა და ტყვიამფრქვევებს გადასცემს

 

ტელეკომპანია GDS-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტროტილს, კაფსულა-დეტონატორებს, ელ. დოტონატორებს, სადეტონაციო ზონარებს, ტყვიამფრქვევებს, ვაზნებს და შავ დენთს გადასცემს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრო „სათანადო დახმარებას“ GDS-ს სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონისა და ასევე, ახალი მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით გადასცემს.
განკარგულებით გათვალისწინებული რესურსის ჩამონათვალი ასეთია: ტროტილი 0,454 კგ-იანი TNT (ბლოკები) – 10 კგ. კაფსულ-დეტონატორი /კდ-8/ ალუმინის გარსით – 50 ცალი; ელ. დეტონატორი /ედპ/ სპილენძის გარსით – 30 ცალი; სადეტონაციო ზონარი – 100 ცალი; 7,62X54 მმ ტყვიამფრქვევი – 3 ერთეული (დროებით სარგებლობაში); 7,62X54 მმ ვაზნა „X“ ფუჭი – 5000 ცალი; 7,62X54 მმ ვაზნის ლენტი (200 ვაზნაზე) – 6 ცალი (დროებით სარგებლობაში); შავი დენთი – 10 კგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები