თბილისის მერიამ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

თბილისის მერიამ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და GAU-ს პრეზიდენტმა, რ.მაიკლ ქაუგილიმ მოაწერეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მიერ სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომების შექმნას, GAU-ს სტუდენტებისთვის მერიაში პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას და მუნიციპალურ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.
დღესვე თბილისის მერმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტებს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. დავით ნარმანიას თქმით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის მერიაში სტაჟირებას გაივლიან. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მერიას სხვადასხვა კვლევის განხორციელებაში დაეხმარება. რაც შეეხება ლექციას, თბილისის მერის თქმით, სტუდენტების მხრიდან საინტერესო შეკითხვები დაისვა. და იმედია, პასუხებიც ამომწურავი იყო. „დღეს ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რაც თბილისის მერიაში დაგვხვდა, ასევე იმ პროექტებზე, პროგრამებზე და რეფორმებზე, რასაც ვახორციელებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები