აბაშიძე: საქართველოსა და ბელორუსიის განსხვავებული პოლიტიკური პრიორიტეტები თანამშრომლობას ხელს არ უშლის
ის ფაქტი, რომ საქართველოს და ბელორუსიას სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ, არანაირად არ უშლის ხელს სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობას, – აღნიშნული განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს და ბელორუსიას სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ, არანაირად არ უშლის ხელს სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობას.
„ის, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან, მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ არჩეული, არანაირად არ უშლის ხელს, რომ გვქონდეს წარმატებული თანამშრომლობა. ამის მაგალითებიც გვაქვს, ჩვენ სხვა მეზობლებთანაც ვთანამშრომლობთ, მაგალითად, სომხეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა აბაშიძემ. რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას, პრემიერის წარმომადგენელი სავაჭრო -ეკონომიკური თვალსაზრისით სირთულეებს ვერ ხედავ და ამბობს, რომ სირთულეები ძირითადად პოლიტიკას უკავშირდება.