საქართველოს მთავრობა ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას გეგმავს,- მიწვევა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მიიღო.

მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ის კარგად ორგანიზებული იყო.

პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს არავითარი გზავნილი არ ჩამოუტანია და ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იყო.

„ეს იყო ძალიან კარგი, მეგობრული ვიზიტი და კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ მივიღეთ მიწვევა და საქართველოს მთავრობა გეგმავს, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ბელარუსს. ეს კიდევ უფრო წაადგება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს – ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თუ სხვა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები