როგორ აფასებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე რეგიონული განვითარების პროგრამის დანერგვას – მისია საქართველოშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, მიკოლაი ბეკაშიაკსა და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ევროკავშირის მისია თბილისში ორკვირიანი ვიზიტით, საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის დანერგვის მიმდინარეობის შესაფასებლად ჩამოვიდა. როგორც მიკოლაი ბეკაშიაკმა განაცხადა, ჩვეულებრივ, ამ მისიით ევროკავშირი ქვეყნებში ორჯერ აგზავნის წარმომადგენლებს, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში მუშაობა კარგად მიდის, ორგანიზაცია ერთი მისიით შემოიფარგლება.
თავის მხრივ, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლიდან საქართველო დგამს ხელშესახებ ნაბიჯებს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, შესაბამისად, ასეთი მისიების საქმიანობა, მათი შეფასებების გათვალისწინება ქვეყნის ინტერესებში შედის. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელსაც სამინისტრო, მთავრობა ქვეყნის რეგიონული განვითარების კუთხით ახორციელებს.
მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე, როგორც ამ კონკრეტული მისიის, ისე – ევროკავშირთან დაახლოების სხვა მექანიზმების ფარგლებში.