„ვოდევილი, ვოდევილი!“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
24 და 25 აპრილს თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში, ეჟენ ლაბიშის და მარკ-მიშელის პიესის „ჩალის ქუდის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლ-ხუმრობის „ვოდევილი, ვოდევილი!“ პრემიერა გაიმართება. დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავაა, მუსიკალური გაფორმება ელისო ორჯონიკიძეს ეკუთვნის, მხატვარი – მირიან შველიძე, კოსტიუმების მხატვარი – ნატალია კობახიძე, ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი, სიმღერების ტექსტების ავტორი – ანა ნიკოლავა-არუთინიანი, რეჟისორის თანაშემწე – დინა ბალაკირევა. სპექტაკლში მონაწილებენ: ივანე ქურასბედიანი, მიხეილ არჯევანიძე, არჩილ ბარათაშვილი, გიორგი თურქიაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, მერაბ ქუსიკაშვილი, ვასილ გაბაშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნატალია ვორონიუკი, ნინო გაჩეჩილაძე-მღებრიშვილი, მედეა მუმლაძე.
ვახტანგ ნიკოლავამ დადგა სპექტაკლი-ხუმრობა, მსუბუქი და ძალიან სახალისო წარმოდგენა ჟანრის საუკეთესო ტრადიციებში, ფრანგული ელეგანტურობითა და გონებამახვილებით. მსახიობები თითქოს არც თამაშობენ სპექტაკლს – ისინი ეხუმრებიან ერთმანეთს, ეხუმრებიან მაყურებელს. რეჟისორმა შემატა კლასიკურ ვოდევილს თანამედროვე სისწრაფე და დინამიურობა, და კიდევ – ქართული თეატრისადმი დამახასიათებელი ფეთქებადი ემოციურობა. ჩალის ქუდის ცნობილი ძიება გრიბოედოვის თეატრის სცენაზე იქცევა მოულოდნელი სიტუაციების, გარდაქმნების და გათამაშებების კალეიდოსკოპად. და მაინც, როგორც ყოველთვის, სიყვარული სასწაულს ახდენს!