თამარ ბერუჩაშვილი: საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება

 საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვდა. მისივე თქმით, ბელორუსია ასევე ერთგულია არაღიარების პოლიტიკის წლების განმავლობაში, რომლის განხორციელება საკმაოდ რთული იყო. “ძალიან მნიშვნელოვანია ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო-ბელორუსიის ურთიერთობებში იწყება ახალი ეტაპი. ჩვენი რეგიონის საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და გამოწვევების ფარგლებში ბელორუსიის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები განსაკუთრებული იყო რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენი დიალოგის გაღრმავება უმნიშვნელოვანესი იქნება. ბელორუსია არის ქვეყანა, რომელიც ერთგულია ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები