ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელორუსიის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია დახვდნენ. ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დილით დაიწყება. დახვედრის ცერემონიისთვის სამზადისი უკვე მიმდინარეობს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ოფიციალური მიღება უნდა გაიმართოს. ბელორუსიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტში თან ახლავს ვიცე-პრემიერი, შს და საგარეო საქმეთა მინისტრები. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს 10 წლის შვილთან ერთად ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები