გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში საქართველოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში. იოსებ ნანობაშვილი ამ თანამდებობაზე მუშაობას პირველი მაისიდან შეუდგება. იოსებ ნანობაშვილი 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიაში, რუმინეთში, ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები