ირაკლი შოთაძე: სოსანაშვილის და მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ ზღვარს გასცდა

იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე აღმოჩენილია მეორე დნმ-ის პროფილი. მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განმარტებით, ეს არის მინორული დნმ, რომლის იდენტიფიკაციაც ჯერ არ მომხდარა.
მთავარი პროკურორის მოადგილე იური ვაზაგაშვილის ოჯახს “ამორალური განცხადებების გამო” ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ისინი საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გია სოსანაშვილის და მისი ადვოკატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ ზღვარს გასცდა.
“რა თქმა უნდა, მათ უფლება აქვთ, ნებისმიერი კომენტარი აკეთონ, მაგრამ რასაც ამბობენ, სრული ტყუილია. მათი ერთადერთი ამოცანაა, საგამოძიებო პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია. რასაც ვერ შესძლებენ. საქმის გამოძიება ბოლომდე მივა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ. ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილის განცხადება დღეს პროკურატურაში შეიტანა. “დნმ-ის ნიმუში, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან არის ამოღებული და რომლის იდენტიფიცირებაზეც გამოძიება მუშაობს, გენინსპექციის სამმართველოს უფროსს როინ ასანიძეს ეკუთვნის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები