ვახტანგ გომელაური ბელორუსიის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბელორუსიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ შუნევიჩის ხელმძღვანელობით, ოფიციალური დელეგაცია ეწვია.
საქართველოს და ბელორუსიის შს მინისტრებმა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბელორუს კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ხელს მოაწერენ სამ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს: დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რეადმისიის შესახებ შეთანხმებასა და მის საიმპლემენტაციო ოქმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები