დღეს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა
დღეს საქართველოს ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს 22 აპრილს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, ასევე – პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. აღსანიშნავია, რომ 22-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო აჭარასაც ეწვევა, ის ადგილობრივ საწარმოებს დაათვალიერებს. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.