ბიძინა ივანიშვილი: თუ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის პრეზიდენტიც

თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის პრეზიდენტიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა – უნდა გადავიდეს თუ არა პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში?
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 10 000 კვ/მ-ის ფართობი უკავია, რაც ჭარბი ფასია.
“რომც არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ „ჩვენ საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები