პანკისის ხეობას ეკონომიკურ მხარდაჭერას ევროკავშირი გაუწევს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, პანკისის ხეობას ეკონომიკურ მხარდაჭერას ევროკავშირი გაუწევს. მისი განმარტებით, მსგავს პრობლემურ რეგიონებზე ასოცირების პროცესი დადებითად აისახება და მათ განვითარებას გამოიწვევს.
“მე ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემას ყურადღებას აქცევს. მიმაჩნია, რომ ასოცირების პროცესი და ევროკავშირის მხარდაჭერა კარგი იქნება მსგავსი რეგიონების განსავითარებლად. იმედი მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში ჩვენთვისაც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, რათა მოვახდინოთ ამ რეგიონების ეკონომიკური მხარდაჭერა,” – განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები