დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დაგეგმილ ღონისძიებამდე გააკეთებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
“გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით შავლიაშვილი მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები