დავით შავლიაშვილმა გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
“გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია”,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.