„პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა გადასვლა, ჩვენ მას ამაზე არ უნდა ვეჭიდაოთ“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტისთვის შესაფერისი ადგილია ის, სადაც ის დღეს არის.
მისივე განმარტებით, თუკი პრეზიდენტს მოუნდება ათონელის ქუჩაზე, რეზიდენციაში გადასვლა, უნდა გადავიდეს, მაგრამ თუ ეს მისი სურვილი არ იქნა, ამაზე მას არავინ არ უნდა ეჭიდაოს.
„ პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირ არჩეული პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლებთან მისი რეზიდენცია არავითარ კავშირში არ უნდა იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გონივრულად გადაწყდება. რაც უფრო მეტ პატივს მივაგებთ ჩვენს ინსტიტუციებს, მით უფრო ღრსეულად გამოვჩნდებით როგორც ჩვენი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ეს თემა ამდენ დებატს არ იმსახურებს. საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეების მიერ არჩეული პრეზიდენტია და მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო. შესაბამისი გარემო არის ის, სადაც ის დღეს არის. თუ ის გადაწყვეტს, რომ სხვაგან არის მისი ადგილი და თავად გადაწყვეტს გადასვლას, კი, ბატონო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა ვეჭიდაოთ მას ამ საკითხზე“- განაცხადა თამარ კორძაიამ.