„სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში ლევან ყიფიანის საქმიანობა დადებითად არ შეფასდა“

„სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოვალეობა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში დადებითად არ შეფასდა“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მიუხედავად შეფასებისა, თოფაძის თქმით, ამ ეტაპისთვის ლევან ყიფიანის საკითხის განხილვა გადაიდო.
„საკმაოდ ხმაურიანი განხილვა იყო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტში, ვიცი, რომ ლევან ყიფიანის მოღვაწეობა დადებითად არ შეფასდა. რამდენიმე თვეში მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება საქართველოში. ამ ეტაპზე მისი საკითხის განხილვა გადაიდო“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები