„პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა ამ გაჭირვების დროს ძალიან ძვირი ჯდება, მიმაჩნია, რომ ის ათონელზე უნდა გადავიდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის რეზიდენციის შესახებ კომენტარი გააკეთა.
გოგი თოფაძის თქმით, შენობის გარემონტება სწორედ პრეზიდენტთან შეთანხმებით მოხდა. პარტია „მრეწველების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს.
„ათონელის რეზიდენციის რემონტი პრეზიდენტთან შეთანხმებული იყო. არაერთხელ ადგილზე იყვნენ მოსული მისი წარმომადგენლები და მათი მხრიდან მოწონებული იყო იქ მიმდინარე სამუშაოები. პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა ამ გაჭირვების დროს ძალიან ძვირი ჯდება, მისივე ნებართვა იყო იქ გადასვლაზე. მშვენიერი შენობაა, ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება, ნებისმიერი სტუმრის მიღება შეიძლება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს. ეს ყველაფერი მასთან შეთანხმებული იყო“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები