„მე გამოვხატე ჩემი აზრი და ნატოზე მეტ საუბარს არ ვაპირებ“
„ქართული ოცნება“ დემოკრატიული გაერთიანებაა და ამა თუ იმ საკითხზე კოალიციის შიგნით განსხვავებული აზრები გვაქვს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ოცნება“ არის ძალიან დემოკრატიული გაერთიანება, ხშირად გვაქვს განსხვავებული თემა, ამა თუ იმ საკითხზე ყველას აქვს თავის აზრი, მე გამოვხატე ჩემი აზრი და ნატოზე მეტ საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძემ ნატოს შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა,
„მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი. რაც არ მომწონს, არ ვმალავ. თქვენ გგონიათ, ის მომწონს, რომ ნატოში შევალთ? – ნატოში ვინ გვიშვებს, ერთი ეს მითხარით. ნატოში შესვლა არ უნდოდათ ჩვენს წინამორბედებს? – 10 წელი ოცნებად იყო. არ მიგვიღო ამ ნატომ, არც მიგვიღებს, არ შეგვიშვებენ ნატოში. მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი. არ გვიღებს ნატო. გაირკვა ყველაფერი ხომ? ხან მაპ-ი მოიგონეს, ხან ის. 15 წელია ვცდილობთ? რამდენი ხანი?!”, – განაცხადა თოფაძემ.