სტრასბურგში საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ქართველი პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებები ისმოდა

დღეს სტრასბურგში საგაზაფხულო სესიის პირველი დღე იყო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.
სხდომაზე თავისუფალი დებატებისთვის გამოყოფილი დრო საქართველოს ხელისუფლებისა და ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლებმა ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრები აღნიშნავდნენ, საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც ქვეყნის სათავეში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა სხდომაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შემდეგნაირად მიმართა: „ორ წელზე მეტია ქვეყნის ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს დემოკრატია და ეკონომიკა შესუსტდა. ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს პროკურატურაში სდევნიან. ჩვენ მოვითხოვეთ შეჩერებულიყო პოლიტიკური ფიგურების დაპატიმრება. ჩვენ გვესმის რიტორიკა, რომ ყველაფერი კარგადაა. საქართველო უკან-უკან მიდის, ამიტომ მოგიწოდებთ, დაეხმაროთ საქართველოს, რომ ქვეყანა ნორმალურ განვითარებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა კანდელაკმა.

აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაფერი სრულყოფილად მოწესრიგებული არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება წინ მაინც წინ მიიწევს . მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის აზრის გამოხატვის უფლებას არ ზღუდავს და მათ საკუთარი პოზიციის გამოსახატად სატელევიო ეთერი ეთმობათ.

დეპუტატი პროკურატურის მუშაობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროკურატურის საქმიანობა ლეგიტიმური და კეთილგონივრულია, რომ კანონის წინაშე ყველა ერთნაირად აგებს პასუხს – ხელისუფლების, თუ პოზიციის წარმომადგენელი.

„ყველა ვინც საქართველოში ჩამოდის, იცის, რომ ხელისუფლების ოპოზიციას საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება აქვს. მათ ამისთვის ეთმობათ სატელევიზიო დრო. რაც შეეხება საქართველოს პროკურატურას, მისი საქმიანობა ლეგიტიმური და სამართლიანია. თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, არ აქვს მნიშვნელობა, არის ის ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომაგენელი, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ყველაფერი სრულყოფილ იარ არის, მაგრამ წინ მივდივართ. ეს ყველაფერი ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების საფუძველი უნდა გახდეს. დონალდ ტუსკმა თქვა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეფორმების მხრივ. ეს კომპლიმენტი არი არის, ეს ფაქტია“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები