ეკა ბესელია: ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს საქართველოსთან შენიშვნები არ გააჩნია

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარალელურად დაგეგმილლ საკომიტეტო სხდომაზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ განხილვა შედგება. რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი და იტალია სულ 8 ქვეყანაა რომელშიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასმართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას პრობლემები ექმნება აქცენტი იმ რვა ქვეყანაზე გაკეთდება, რომლებიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო ამ თემის განხილვის დროს მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიება. ეკა ბესელიას ინფორმაციით, კომიტეტი სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის განხილვასაც გეგმავს და მომავალი სხდომისათვის ამ რეგიონში უცხოელი მებრძოლების შესახებ ახალი მომხსნებელსაც აირჩევს.
დღესვე გადაწყდა რომ კომიტეტი მონიტორინგს განხორციელებს რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესზე. ამ დროისათვის სხდომა უკვე დასრულებულია. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ევროპაში ბავშვთა უფლებებზეც იმსჯელეს – კონკრეტულად კი ანგარიში მოისმინეს და ის სტანდარტები განიხილეს, რომელიც ბავშვების ოჯახებიდან გამოყვანას (გაშვილებას) ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები