საქართველოს დელეგაცია რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს

PACE-ში საქართველოს დელეგაცია რუსეთისათვის სანქციების გამკაცრებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. კომიტეტის აპარატის ცნობით, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასმბლეის სესიაზე რუსეთისათვის დაწესებული სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ შევიდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს შესაძლებლობას, სანქციების გამკაცრებისა და გაგრძელების გადაწყვეტილებაზე კვირის განმავლობაში ჩანიშნულ სხდომებზე იმსჯელონ.
“ქართული დელეგაცია სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ რუსეთმა არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და, შესაბამისად, ევროსაბჭომ პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები