მინდია ჯანელიძე სამხედრო ფორმირებებთან დაკავშირებით გია უდესიანის განცხადებას გამოეხმაურა
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძე სამხედრო ფორმირებებთან დაკავშირებით გია უდესიანის განცხადებას ეხმაურება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფორმირებები, რომელზეც უდესიანმა ისაუბრა არც შსს-ს და არც თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არ ირიცხებოდნენ. “ეს ადამიანები არც თავდაცვის და არც შს სამინისტროს რიგებში არ მსახურობდნენ. რაც შეეხება კითხვას, უნდა აღდგნენ თუ არა ეს ადამიანები სამსახურში, ეს არ ვიცი”, – განაცხადა ჯანელიძემ. გია უდესიანის განცხადებით, ის წინა ხელისუფლების პერიოდში ხელმძღვანელობდა საიდუმლო დანაყოფს, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების წარმომადგენლები წვრთნიდნენ.