ზაქარეიშვილი: ოჯახის წევრიც რომ ამბობდეს შვილზე, რომ იგი სირიაშია, ეს ჩემთვის სანდო წყარო არაა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისთვის დამაჯერებელი არ არის ოჯახის წევრების ინფორმაცია პანკისის ხეობიდან მათი შვილების სირიაში საბრძოლველად წასვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვლაპარაკობთ მოსაზრებებზე, ჭორებზე. პირადად მე, ზუსტად ისიც კი არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ეს თუ ის ინფორმაცია, რომ ვიღაცა წავიდა და სადღაც იბრძოლა. ამისთვის საჭიროა გამოძიება ჩატარდეს, რომ დავუჯერო. ოჯახის წევრიც რომ ამბობდეს შვილზე, რომ იგი ამა და ამ ვითარებაშია, ეს ჩემთვის სანდო წყარო არაა, ვიდრე გამოძიება არ ჩატარდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.