დავით უსუფაშვილი დღეს უკრაინელ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს უკრაინელ კოლეგას შეხვდება. მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკანონმდებლო ნაწილზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
უმაღლეს რადაში სტუმრობისას ქართველი კანონმდებლები საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის წევრებსაც შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები