დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე იმსჯელეს
კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დარიალის ხეობაში სტიქიური მოვლენების საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრას დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნოდარ ნადირაშვილი და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სტიქიურ ზონაში არსებულ მდგომარეობაზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. განიხილეს სტიქიის განმეორების შემთხვევაში საევაკუაციო მარშრუტები და საფრთხის მაქსიმალურად თავიდან არიდების გზები, ასევე დევდორაკის ხეობაში სამომავლოდ იგეგმება საგანგაშო სისტემის დამონტაჟება, რისთვისაც პერიმეტრის შეფასება მოხდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დევდორაკის ხეობაში უკვე დაიწყო ჩამკეტი ბარიერების მოწყობის სამუშაოები, რათა სტიქიის განმეორების შემთხვევაში დროულად მოხდეს მოძრაობის გადაკეტვა და ხალხის ევაკუირება.