მიხეილ სააკაშვილი კიევში პრორუსი ჟურნალისტების მკვლელობას რუსულ სპეცსამსახურებს აბრალებს
რუსული სპეცსამსახურები საკუთარი მომხრეების მკვლელობის ტაქტიკას პროვოკაციისთვის იყენებენ. ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „შუსტერ ლაივის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, კრემლის სპეცსამსახურები იგივეს საქართველოშიც სჩადიოდნენ. სააკაშვილის განცხადებით, 2006 წელს რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მკვლელობას აპირებდნენ, თავიდან ყველას ეგონა, რომ დავითაშვილი ამ განცხადებებს თვითპიარისთვის აკეთებდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მის მკვლელობას, მართლაც, აპირებდნენ და კვალი ვლადიკავკაზში მიდიოდა, საიდანაც რუსეთის უშიშროების სამსახურმა მას მკვლელი გამოუზავნა.
„ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი „ავერბოვკებდა“ რუს გენერალს, რათა მას ორი პრორუსი აქტივისტი მოეკლა, რომ შემდეგ საპროტესტო გამოსვლების ინსპირირება მოეხდინა. იყო ასეთი მაიორი ბორისოვი, რომელიც ტერორისტულ აქტებს რუსთის მიმართ ლოიალური ლეიბორისტული პარტიის ოფისთან გეგმავდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლება არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და თავისი მომხრეების სიცოხლესაც, როდესაც საუბარია დიდი იმპერიის პროვოკაციაზე.