პრემიერი: სასწრაფოდ მიხედეთ, საბოტაჟია ან ქვევით ვიღაცა აკეთებს და მოხსენით ის ადამიანი (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობას ახალი სამთავრობო პროგრამა – „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ წარუდგინა. პრეზენტაციამდე პრემიერი ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. სოფელ ჭრებალოში პრემიერს ადგილობრივმა სოფლის გასაჭირი შესჩივლა და უთხრა, რომ რეინჯერები მოსახლეობას ტყეში ჭიგოს მოჭრის საშუალებას არ აძლებენ. “სასწრაფოდ მიხედეთ, ან საბოტაჟია, ქვევით ვიღაცა აკეთებს და მოხსენით ის ადამიანი“, – მიმართა პრემიერმა გარემოს დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები