პრემიერი: მოგიწოდებთ, მეტი ადამიანი ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც „სოლიდარობის ფონდში“ თანამონაწილეობით ათობით ბავშვისა და ახალგაზრდის სოცოცხლის გადაარჩინა და საზოგადოებას ფონდის საქმიანობაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.
„ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება, შეუძლია შემოგვიერთდეს ამ საქმეში, რომ ჩვენ შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა,“–ნათქვამია პრემიერ–მინისტრის მიმართვაში.