„ყველამ თავის პოზიციაზე, პოლიტიკურზე თუ სხვაზე, თავად აგოს პასუხი ამომრჩეველთან“ (ვიდეო)
ყველამ თავის პოზიციაზე, პოლიტიკურზე, თუ სხვაზე, თავად აგოს პასუხი ამომრჩეველთან -ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატების გადაწყვეტილებას, რეგისტრაციის არ გავლის შესახებ, რის გამოც პარლამენტის დღევანდელი სხდომა ვერ შედგა.
“ყველამ თავის პოზიციაზე, პოლიტიკურზე თუ სხვაზე, თავად აგოს პასუხი ამომრჩეველთან. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, მათ შორის, კანონპროექტების, რომლებიც შემოტანილია სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რომლებზეც კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა, მაგრამ მათ ასე გადაწყვიტეს. ეს მათი უფლებაა”, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.