საქართველოს დელეგაცია დავით სუჯაშვილის ხელმძღვანელობით ჰააგაში, „კიბერსივრცის გლობალური კონფერენცია 2015 “- ში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის დავით სუჯაშვილის ხელმძღვანელობით ჰააგაში „კიბერსივრცის გლობალური კონფერენცია 2015 “- ში მონაწილეობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე, თავდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, ასევე იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
“კონფერენციაში მონაწილეობს დაახლოებით ორმოცდაათამდე ქვეყნის დელეგაცია, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი კერძო კომპანიები ,როგორიცაა: Microsoft, philips, mozilla, facebook ა. შ.
კონფერენციის ფარგლებში ქართული დელეგაცია დავით სუჯაშვილის ხელმძღვანელობით შეხვდა, უკრაინისა და ესტონეთის საგარეო საქმეთ მინისტრებს, რუმინეთისა და ლიტვის დელეგაციების ხელმძღვანელებს. „კიბერსივრცის გლობალური კონფერენცია 2015 “-ის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნი დავით სუჯაშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი ბრიუსელში მიემგზავრებიან, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები