გიორგი მარგველაშვილს ლატვიელმა კოლეგამ სადილზე უმასპინძლა

ლატვიაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშილსა და ქართული დელეგაციის სხვა წევრებს ლატვიელმა კოლეგამ ანდრის ბერზინშმა სადილზე უმასპინძლა. მარგველაშვილმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგას მასპინძლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ლატვიის მხრიდან აქვს. “ჩვენ გვახსოვს და უაღრესად ვაფასებთ ლატვიელი ხალხისა და ხელისუფლების მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს წუთებში – 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს. თუმცა ეს თანადგომის ერთადერთი პრეცედენტი არ არის. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან დღემდე ჩვენ არაერთხელ გვიგრძვნია ის კეთილგანწყობა, რომლითაც ლატვიელი ხალხი და მისი ხელისუფლება გამსჭვალულია საქართველოს მიმართ. დაუვიწყარია თქვენი მხარდაჭერა ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების პროცესში. ამავდროულად, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის დაუვიწყარი მეგობრული სულისკვეთება, რომელითაც აღსავსეა თითოეული შეხვედრა და საუბარი ლატვიის პრეზიდენტთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები