თბილისის მოდის კვირეული იწყება
16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი თაკო ჩხეიძე გაუძღვნენ.
16-19 აპრილს, „ჰონდას ცენტრი – თბილისი“ წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერია ჯგუფი“ უმასპინძლებს. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე გააერთიანებს დიზაინერების შოურუმს და გრანდიოზულ 28-მეტრიანი პოდიუმს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.
16 აპრილს 18:00 საათზე კვირეულის გახსნის „Project ART BEAT“, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; 19:00 საათზე გაიმართება მოდის სახლ „მატერიას“ დიზაინერის ალექსანდრე ახალკაციშვილის 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება. 20:00 საათზე პოდიუმს ლელა ელოშვილი დაიკავებს. ბრენდი „ელოში“ თბილისის მოდის კვირეულის პოდიუმზე უკვე მეორედ წარდგება.
თბილისის ფოტოფესტივალის ორგანიზებით, 16 აპრილს, 21:00 საათზე ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.
ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა: ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, ლელა ელოშვილი, რია ქებურია, მარიამ გვასალია, დიანა ქვარიანი, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი. მოდის სახლი „მატერია“ კი ორ დიზაინერს წარმოადგენს – ლექსო ახალკაციშვილი და ლიკა ჩიტაია ცალ-ცალკე ჩვენებას გამართავენ. კვირეულზე ასევე წარდგება უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია. ასევე, კვირეულის განრიგშია MORE is LOVE და N-DUO-CONCEPT.COM-ის ღონისძიებები.
ჩვენებების პარალელურად, იგივე შენობაში განთავსდება დიდი შოურუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოურუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველ დღე 12 საათიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეომასალაში ასახავენ; სპეციალურად W Magazine-სთვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი; თბილისში ჩამოვა დარია შაპოვალოვა, რომელიც Style.com-თვის გააკეთებს სტატიას. ქართული მოდა ასევე გაშუქდება ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.
მოდის კვირეულის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის ე. წ. Buyer-ი (მყიდველი) ესტუმრება. ასევე, საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად განთავსდება სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეიქრო ინდუსტრიის განვითარება “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო მეშვეობით ხორციელდება მოსარგებლე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და სპეციალური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონის ოფიციალური წარმდგენი „ჰონდას ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შემოთავაზებას აკეთებს. აპრილში იგი აცხადებს საგაზაფხულო ფასების ფესტივალს, ხოლო კონკრეტულად კვირეულის თარიღებში 16-19 აპრილს კიდევ დამატებით ფასდაკლებას. კვირეულის სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, ტესტ-დრაივი გააკეთონ „ჰონდას“ ავტომობილით, გაეცნონ ბრენდის უახლეს ტექნოლოგიებს და ადგილზევე ისარგებლონ „ჰონდას“ უპრეცედენტო შემოთავაზებით.
2015 წელს თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა არის „ორიფლეიმი“, რომლის საპატიო სტუმრის ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობის ქვეშ კვირეულის ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს „ორიფლეიმის“ კოსმეტიკით შექმნიან. რაც შეეხება თვის ვარცხნილობას, ჩვენებების ამ უმნიშვნელოვანეს მხარეზე იზრუნებს სილამაზის სალონი-სტუდია “KEUNE”, რომელიც ასევე კვირეულის პარტნიორი გახდა.
ჩვენებებს შორის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ შოუ-რუმი, განიტვირთონ ლაუნჯში და დააგემოვნონ უგემრიელესი „რაფაელო“, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის სპონსორია.
19 აპრილს, თბილისის მე-11 მოდის კვირეული, მოძრაობის თეატრში ჟურნალ „ნარგის საქართველოს“ წვეულებით დაიხურება. ღონისძიების გარელოკაციას პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორი” უნიკალური, დეკორატიული ჯიშის მცენარეებით გააფორმებს.
თბილისის მოდის კვირეულის ახალი ფეისბუქგვერდი: