პრემიერი: ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, აკონტროლოს ბირთვული მასალების გადაადგილება საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალი ცენტრი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, წარმატებით განახორციელოს ქვეყანაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სტრატეგია, რომელსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. „დღეს ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, აკონტროლოს ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით საზღვრის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები