საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი რიგაში დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი რიგაში დაიწყო. შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მათ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ბიზნესურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი თემა მაისში დაგეგმილი რიგის სამიტი იყო.
შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

11064284_424212614413684_7809686820973287172_n

11080397_424212547747024_1835520143160638196_o

11152702_424212574413688_2889925373746765537_n

11160585_424212577747021_4229589727490430586_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები