ოთარ დანელია ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სისტემები – აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება“ მონაწილეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია დღეს რიგაში გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის – გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ექსტენციის ცენტრების როლისა და აქტიური ჩართულობის მიმართულებით.
კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურების ფუნქციონირებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ გააკეთა მოხსენება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულმა ცენტრებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დახმარება გაუწიონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის, საჭიროების შემთხვევში, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.
„ლატვია, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებას და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისგან წარმოდგენილ იქნა საინფორმაციო-საკონსულტაციო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები. მომავალში აგრარული დარგის განვითარებისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება“,- აცხადებს ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი.
„ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების შესრულებაში, რაც გულისხმობს დარგის მოდერნიზებას, კვალიფიციური კადრების ჩართულობას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ჩვენ გვჯერა, რომ ის პოზიტიური შედეგი, რომელიც ქვეყან ამ ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიიღო, კიდევ უფრო ხელშესახები გახდბა. აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“,- განაცხადა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ.
ვიზიტის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები ლატვიის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო და ტრენინგცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და სასწავლო – ტრენინგკურსების ჩატარებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობის, მომსახურების ხარჯთაღრიცხვის, ბიზნესგეგმების შედგენის, კვლევების ჩატარების, განათლების და ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერმერთა ასოციაციებისა და მწარმოებელთა გაერთიენებების წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ზვიად ბობოქაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე და ბიომწარმოებელთა ასოციაციის „ელკანა“ წარმოამდგენელი მანანა წულაია იმყოფებიან
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სისტემები – აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება“ მონაწილეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია დღეს რიგაში გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების – სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის – გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ექსტენციის ცენტრების როლისა და აქტიური ჩართულობის მიმართულებით.
კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურების ფუნქციონირებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ გააკეთა მოხსენება. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აღნიშნულმა ცენტრებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ადგილობრივ მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, დახმარება გაუწიონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის, საჭიროების შემთხვევში, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.
„ლატვია, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ერთ-ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებას და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს. დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისგან წარმოდგენილ იქნა საინფორმაციო-საკონსულტაციო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები. მომავალში აგრარული დარგის განვითარებისთვის სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდება“,- აცხადებს ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი იანის დუკლავსი.
„ევროკავშირი საქართველოს ეხმარება ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების შესრულებაში, რაც გულისხმობს დარგის მოდერნიზებას, კვალიფიციური კადრების ჩართულობას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ჩვენ გვჯერა, რომ ის პოზიტიური შედეგი, რომელიც ქვეყან ამ ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიიღო, კიდევ უფრო ხელშესახები გახდბა. აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“,- განაცხადა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ.
ვიზიტის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები ლატვიის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო და ტრენინგცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და სასწავლო – ტრენინგკურსების ჩატარებას სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობის, მომსახურების ხარჯთაღრიცხვის, ბიზნესგეგმების შედგენის, კვლევების ჩატარების, განათლების და ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ფერმერთა ასოციაციებისა და მწარმოებელთა გაერთიენებების წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ზვიად ბობოქაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე და ბიომწარმოებელთა ასოციაციის „ელკანა“ წარმოამდგენელი მანანა წულაია იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები