დავით ბაქრაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელს შეხვდა
უნგრეთში, ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენელს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროინტეგრაციის საკითხებში ვინცე სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა. მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს.