პანკისის ხეობიდან ორი მოსწავლის სირიაში გამგზავრების საკითხზე მოკვლევა დასრულებულია
პანკისის ხეობიდან სკოლის ორი მოსწავლის სირიაში გამგზავრების საკითხთზე მოკვლევა დასრულებულია – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იზორიას თქმით, მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
პარლამენტი, პირველი მოსმენით, “სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებებში გაერთიანება სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება.