უმრავლესობა ადეიშვილის საქმეზე პასუხს პროკურატურას სთხოვს
ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის გამო უმრავლესობა პროკურატურისგან დამატებით ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. უმრავლესობის წევრები საგამოძიებო უწყების არაპროფესიონალიზმთან დაკავშირებით ბრალდებებს არ ეთანხმებიან, მაგრამ დეპუტატებს საქმის დეტალების გარკვევა სურთ. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ, საერთაშორისო ძებნის გაუქმების მიუხედავად, ზურაბ ადეიშვილს ბრალი არ მოხსნია. “მიზეზი რა გახდა, ნამდვილად საინტერესოა საზოგადოებისთვის. პროკურატურა აპირებს, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს. თუ ის არ იქნება დამაკმაყოფილებელი, შემდეგ მოვიწვევთ და პარლამენტში დავუსვამთ კითხვებს,” – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.