ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის ყოფილ მინისტრზე, ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ადეიშვილი დანაშაულებრივი სისტემის სხა წევრებთან ერთად პასუხისგებაში მისცა.
„თუ ინტერპოლს აქვს რაიმე ახალი გადაწყვეტილება და ეს მათი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მეთაურის პოზიცია რა უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს საინტერესო? ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილი მივეცით პასუხისგებაში, იყო, არის და რჩება ძებნაში. ასევე, ყველა ის დამნაშავე, რომელმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არაარგუმენტირებული, ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისვე თქმით, თავის დროზე ინტერპოლმა გაიზიარა ყველა ის არგუმენტი, რაც საქართველოს პროკურატურამ გადაუგზავნა, რის საფუძველზეც წითელი ცირულარით ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები