„ისლამურმა ხალიფატმა კავკასიური ჯიჰადისთვის 50-70 მილიონ დოლარამდე გამოყო“
„ისლამურმა ხალიფატმა კავკასიური ჯიჰადისთვის 50-70 მილიონ დოლარამდე გამოყო“,- აღნიშნული განცხადება სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისივე განმარტებით, კავკასიაში ჯიჰადის წარმოებაზე პასუხისმგებელი ახმედ ჩატაევია.
„ხალიფატმა საქართველოში ჯიჰადის წარმოების სტრატეგია შეიმუშავა. კავკასიაში ჯიჰადის წარმოებაზე პასუხისმგებელნი ჩვენთვის საკმაოდ ცნობილი ახმედ ჩატაევი და მისი მოადგილე ნაიბი არიან. ეს არის ამირა სუფიანი, რომელიც ჩერქეზული ჯამაათის ლიდერი იყო. ჩატაევს ისლამური ხალიფატის როგორც ოპერატიული ჯგუფების, ისე იატაკქვეშეთის დაფინანსება – კოორდინაცია დაევალა. ჩემი ინფორმაციით, ისლამურმა ხალიფატმა კავკასიური ჯიჰადისთვის 50-70 მილიონ დოლარამდე გამოყო. ამ თანხის ნაწილი რეგიონში შემოსულია. ეს ჯგუფები კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ახალგაზრდებს იდეოლოგიურად ამუშავებენ, შემდეგ მათი გაწვრთნა და ტრანსპორტირება ხდება“,- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.