ბერუჩაშვილმა ლიტვის ელჩის საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ლიტვის ელჩის იონას პასლაუსკას საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა. თამარ ბერუჩაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და მისი მოღვაწეობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის. თამარ ბერუჩაშვილმა ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გამოსამშვიდობებელ ვახშამს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იონას პასლაუსკასი საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები