გიორგი მარგველაშვილი: საქართველომ ევროპული ინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორი მარგველაშვილმა დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთა. ამასთან, მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად არის მონდომებული საიმისოდ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნები მაქსიმალურად შესრულდეს.
„ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ევროპული გეგმის აქტიურ განხილვაზე და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ჩვენი პოლიტიკური დისკუსიების დროს. ხელისუფლება სერიოზულად არის მონდომებული და ჩართული, რომ სრულად შესრულდეს მოთხოვნები ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ველით რიგის სამიტს და დიდი იმედი გვაქვს. ამ მხრივ, მე მაქვს იმედი, რომ დამოკიდებულება ამ მოლოდინებთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მიერ სწორად აღქმული იქნება. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ევროპული ინტეგრაციისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გაიზიარებენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.