ეკა ბესელია: “ქართული ოცნება” ახალ სტანდარტებზე გადადის

პარტია სრულიად ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც გააძლიერებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი მოდელის მიხედვით, აქცენტი გაკეთდება პარტიის იმ წევრების უფრო მეტ ინტეგრირებაზე პარტიულ საქმიანობაში, რომლებიც “ქართულ ოცნების” დაფუძნებიდან პარტიის ერთგული წევრები არიან.

“ჩვენ ძალიან აქტიური შიდაპარტიული აქტივობები დავიწყეთ. რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება პარტიის შიგნით სიახლეები. ეს გულისხმობს ახალი ტიპის სტურქტურას, მართვის ახალ მოდელს, რომლითაც შიდა მართვის სისტემაში კიდევ უფრო ევროპული მოდელი შემოგვაქვს. იქნება რაიონული კონფერენციები. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმ წევრებზე, რომლებიც პირველი დღიდან “ქართული ოცნების” ერთგული წევრები არიან და გვინდა, რომ ისინი მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი პარტიულ საქმიანობაში. პარტია სრულიად ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც გააძლიერებს მმართველ პოლიტიკურ ძალას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები