პაატა ზაქარეიშვილი გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას არ გამორიცხავს

შერიგებისა და თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზური საზოგადოება ცდილობს გალის რაიონის მათთან ინტეგრაციას. მინისტრმა გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა არ გამორიცხა, თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი საუბრები ყოველთვის იყო. „ნამდვილად არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ტიპის საუბრები არის ყოველთვის. აფხაზური საზოგადოება მსჯელობს ამ საკითხზე. ჩამოყალიბებული არ არის და მათ უნდათ მოიფიქრონ რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტად მოახდენს გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციას აფხაზურ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და 1-2 თვეში კი არა, 1-2 წელში არ ხდება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გალში ქართული ენის სწავლება სექტემბრიდან აიკრძალება. ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უარყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები