დავით უსუფაშვილი: დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი კანონმდებლობით, ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია. მისი თქმით, თუ ამას ვინმე არღვევს, იმისთვის კონკრეტული პასუხისმგებლობაა დაწესებული.
“დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია. თუ ამას ვინმე არღვევს, იმისთვის დაწესებულია კონკრეტული პასუხისმგებლობა. ასე რომ, ზოგადად, თემა, იმის თაობაზე, რომ საჯარო სამსახური უნდა იყოს გამჭვირვალე, მოსამსახურეების დასაქმება უნდა ეფუძნებოდეს შრომით უნარ-ჩვევებს, პროფესიულ გამოცდილებას და სხვა ამ საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოგვარებულია. მას სჭირდება შესრულება, აღსრულება. თუ ვინმე რაიმე უკეთესს და ეფექტურს გვთავაზობს, ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ნეპოტიზმის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით, რომლის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები