“გალში ქართული ენის აკრძალვაზე ინფორმაცია არ დასტურდება”

გალში ქართული ენის აკრძალვაზე ინფორმაცია არ დასტურდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, არსებობს მხოლოდ ცალკეული შემთხვევები, სადაც პედაგოგები საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა შემთხვევების რაოდენობა მცირეა. დეპუტატი არ უარყოფს, რომ ასეთი რისკები, ზოგადად, არსებობს, რადგან ოკუპაციის პირობებში აფხაზეთთან ერთად რუსეთი ებრძვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გამოვლინებებს. “არავის დაავიწყდეს, რომ თუ ვინმე დღეს აფხაზურ ენას იცავს, არის ჩვენი სახელმწიფო. თბილისში არის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მეცნიერულ დონეზე მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზური ენა დავიცვათ და შევინარჩუნოთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
სექტემბრიდან შესაძლოა, გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალოს, ამასთან, აიკრძალება ქართული სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების გადაადგილება საოკუპაციო ზოლზე. ინფორმაცია მარიონეტული რეჟიმის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები