გია ბარამიძე: საქართველოს დეოკუპაციის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად უნდა იყოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრები დანიის, პოლონეთისა და შვედეთის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც გია ბარამიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს დეოკუპაციის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად უნდა იყოს.
“ეს არის ძალიან მნიშნველოვანი სამი ქვეყანა საქართველოსთვის. ეს ქვეყნები არიან როგორც ევროკავშირისმ ასევე ნატოს წევრი ქვეყნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან არ ჩამოიწიოს საქართველოს ოკუპაციის თემამ. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დეოკუპაციის თემაზე მუდმივად მუშაობდნენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განცხადება გააკეთა გიგი წერეთელმაც. “ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ უნდა გავუსვათ ხაზი სამომავლო თანამშრომლობას, უნდა ვთქვათ, თუ რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და უნდა დავაფიქსიროთ აზრი, – ქართველი ხალხის არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, არ შეცვლილა,”- აღნიშნა დეპუტატმა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები